კალენდარი

ფრანგულ-გერმანული მეგობრობის დღე

ელიზეს ხელშეკრულების ხელმოწერის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას აქვს პატივი უმასპინძლოს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას და წაიკითხვენ ამონარიდებს წიგნიდან “შაშვი, შაშვი, მაყვალი”, ავტორის, თამთა მელაშვილის, თანდასწრებით.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ხოლო ამონარიდებს წიგნიდან წაიკითხავენ ქართულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. დისკუსიის შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ფრანგული მედიათეკა და გერმანული სამკითხველო დარბაზი (ქართულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე).

22 იანვარი, 15 სთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, მის. გუდიაშვილის ქ. 7.

გელოდებით ყველას, რათა ერთად აღვნიშნოთ ფრანგულ-გერმანული მეგობრობის დღე!