კალენდარი

ფრანგი პიანისტის ლიდი სოლომონის კონცერტი - ბათმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი

ბათმის მუსიკის ფესტივალის პარტნიორი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ გაიცნოთ ფრანგი პიანისტი ლიდი სოლომონი კონცერტზე 2019 წლის 6 სექტემბერს, 20 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში.


ვუნდერკინდ ბავშვად აღიარებული ლიდი სოლომონი, 2 წლის ასაკში, სმენით უკრავს მელოდიას ბეთჰოვენის ნაწარმოებიდან "სიხარულის ოდა".

5 წლის ასაკში შედის პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ლიდი თვრამეტი წლის ასაკამდე წარმატებულად სწავლობს კლასიკურ ფილიალზე.

ლიდი გამართავს საფორტეპიანო კონცერტს ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე, საქართველოში ერთადერთ კულტურულ ღონისძიებაზე, რომელი ტარდება იუნესკოს პატრონაჟით. პროგრამაშია : ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მორის რაველი, მიშელ სონი.


თარიღი და საათი : 2019 წლის 6 სექტემბერი - 20 სთ

ადგილი: ბათუმის დრამატული თეატრი

ღონისძიება ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/2335693833188824/?event_time_id=2335693859855488