კალენდარი
ფრანგი მწერლის, დავიდ ფონკინოსის ვიზიტი თბილისში
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია გაცნობოთ, რომ ფრანგი მწერალი, დავიდ ფონკინოსი, თბილისს ეწვევა ფრანკოფონიის თვის განმავლობაში. მწერალი, რომელსაც არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, თბილისის სტუმარი იქნება 10-დან 12 მარტამდე. დავიდ ფონკინოსი მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას 2014 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა, ’’შარლოტა’’ მოუტანა, რომელიც რენოდოს პრემიით დაჯილდოვდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი დიდი აღიარება დავიდ ფოენკინოსს 2009 წელს ხვდა წილად, როცა მისი რომანი ’’დელიკატურობა’’(წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება ფრანკოფონიის თვის ფარგლებში) გამოიცა. 2011 წელს კი ამ რომანის ეკრანიზაცია თავად ავტორმა და მისმა ძმამ განახორციელეს, მსახიობი ოდრე ტოტუს მონაწილეობით.
მობრძანდით და შეხვდით მოწვეულ მწერალს სხვადასხვა ღონისძიებების დროს:
ხუთშაბათი 10 მარტი:
- 11სთ – შეხვედრა "თავისუფალი" უნივერსიტეტის სტუდენტებთან
ადგილი: თავისუფალი უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის გამზ. მე-13 კმ
- 15სთ – შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან
- 17სთ – შეხვედრა პულიკასთან, სადაც გაიყიდება დავიდ ფონკინოსის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები: ’’ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი’’, ’’ ჩვენი განშორებები’’, ’’დელიკატურობა’’ და გაიმართება ავტოგრაფების სეანსი.
- 20სთ – მხატვრული ფილმის ’’დელიკატურობა’’ ჩვენება ავტორის, დავიდ ფონკინოსის, თანდასწრებით, რომლის შემდეგაც გაიმართება დებატები მწერალთან.