კალენდარი

ევროპის მემკვიდრეობის დღეები ფოტოსურათებად
ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც წელს არქიტექტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ სამი ხელოვანის გამორჩეულ გამოფენაზე სახელწოდებით:
« მეხსიერება, აბსტრაქცია და თანამედროვე შემოქმედება ».
თქვენ აღმოაჩენთ ფოტოებს სხვადასხვა სერიიდან:
კარიმ ბორხასი ვერსალის აბსტრაქტულ ხედვას გვთავაზობს. ის ვერსალს, არა კონკრეტული ფორმებით, არამედ მისი ვიბრაციებით აღწერს. ბაროკოს ბრწყინვალება გარდამავალ გეომეტრიებად გარდაიქმნება, სადაც თითოეული სურათი ატმოსფეროდ, ქვეცნობიერ ექოდ იქცევა. ამგვარად, ისტორიული ადგილი წყვეტს მხოლოდ სიმბოლოდ ყოფნას და აწმყოს ლაბორატორიად ყალიბდება.
შალვა ხახანაშვილი ფოტოგრაფიისა და ფერწერის გაერთიანებით პარიზსა და საქართველოს შორის ჰიბრიდულ სივრცეებს ქმნის. ახალი ფორმებით ძველის გადაფარვის მეშვეობით ის ცვალებად იდენტობებსა და მოგონებებს გვაჩვენებს. სიზიფეს მითით შთაგონებული ხელოვანი ეჭვის ქვეშ აყენებს მოძრაობასა და ურბანულ მეხსიერებას და ამგვარად წარმოსახვით ქალაქებს ქმნის.
ალექს პერე ადამიანებს ურბანულ გარემოში აღბეჭდავს, ქალაქში: ჩუმი სახეები და შეჩერებული სხეულები. მის პორტრეტებში არ არის თხრობა, მაგრამ იგრძნობა ღირსეული ყოფა და უხილავი წინააღმდეგობა სტერეოტიპული გამოსახულების მიმართ. დოკუმენტური ფოტოგრაფია აქ მეხსიერების აქტად გარდაიქმნება.
გამოფენა გაიხსნა 24 სექტემბერს, ორბელიანის მოედანთან არსებულ საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიის მიმდებარედ (ხაზინის ქ. 4) და ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 15 ნოემბრამდე.