კალენდარი

ერთად ვისაუბროთ თემაზე
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გიწვევთ ფორუმზე, რომლის თემაა :
მდგრადი შემოქმედებითი სივრცეები - მათი როლი, მნიშვნელობა და გავლენა დამოუკიდებელ კულტურაზე.
თარიღი: 2025 წლის 23 მაისი, 15სთ
ადგილი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16
ენა: ინგლისური, უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი
ორი პანელისგან შემდგარი ფორუმის ფარგლებში კულტურის 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარ მოსაზრებებს არსებული ადგილობრივი და ევროპული კულტურული კონტექსტისა და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ისინი განიხილავენ საერთაშორისო და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, საფრთხის ქვეშ მყოფ სისტემებში შემოქმედებითი სივრცეების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს, მიმდინარე გამოწვევებს, ინკლუზიისა და კულტურული უფლებების განხორციელების გაძლიერების აუცილებლობას.
ერთად ვისაუბრებთ შემდეგ ძირითად საკითხებზე :
- საერთაშორისო და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა;
- ევროპული კულტურული ინსტიტუციების გამოცდილება მდგრადი შემოქმედებითი სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით;
- როგორ შევქმნათ უსაფრთხო კულტურული სივრცეები, შეზღუდული გამოხატვის და მყარი საერთაშორისო თანანმშრომლობის პირობებში;
- როგორ მუშაობენ დამოუკიდებელი კულტურული სივრცეები საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი მდგრადობის შენარჩუნებისა და გადარჩენის თვალსაზრისით;
- როგორ გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა;
- რას ნიშნავს უსაფრთხო სივრცე საქართველოში და როგორ შევქმნათ/გავაძლიეროთ ისინი;
- როგორ უზრუნველვყოთ ინკლუზია და გავაძლიეროთ უფლებები კულტურის მიმართულებით, სოციალური ცვლილებების და სოლიდარობის ხარჯზე.