კალენდარი

DFMS - DFMSA

DFMS-DFMSA

სპეციალური სამედიცინო განათლება საფრანგეთში, ფრანგული ენის მცოდნე უცხოელი ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის


განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 15/01/2024!
2023 წლის 12 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოთ ე
ლექტრონულად დოსიეს პირველი და მეორე გვერდი (des pages 1 + 2 de la Fiche d’identité) + Annexe 2E შემდეგ მისამართზე : med-dossier1-2024-2025@unistra.fr.

უცხოელ, ფრანგული ენის მცოდნე ექიმებსა და ფარმაცევტებს (დონე B2), რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, არც ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყნიდან, არც შვეიცარიის კონფედერაციიდან და ანდორიდან, საშუალება აქვთ, გააგრძელონ და სრულყონ განათლება საფრანგეთში 2023-2024 სასწავლო წელს.

ეს შეთავაზება ეხება იმ დიპლომის მქონე უცხოელ ექიმებსა და ფარმაცევტებს, რომლებსაც აქვთ საკუთარ ან დიპლომის გამცემ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობის უფლება.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ფრანგული ენის ცოდნის სერტიფიკატი (TCF ან TEF) ან DELF-ის დიპლომი (ფრანგულის ცოდნის დონის შეფასების დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი). სხვა შემთხვევაში კანდიდატებმა, რომლებმაც ფრანგულად გაიარეს სრული საუნივერსიტეტო კურსი, შეუძლიათ წარმოადგინონ შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

ექიმებს ან ფარმაცევტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს და ჯერ კიდევ იღებენ სამედიცინო ან ფარმაცევტულ სპეციალურ განათლებას, შეუძლიათ, ჩაეწერონ სპეციალური სამედიცინო განათლების (DFMS) დიპლომზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ სწავლა საფრანგეთში 2024 წლიდან. სწავლის ხანგრძლივობა - ორიდან ექვს სემესტრამდე.
ექიმებს ან ფარმაცევტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, შეუძლიათ ჩაეწერონ გაღრმავებული, სპეციალური სამედიცინო განათლების (DFMSA) დიპლომზე, ერთიდან ორ სემესტრამდე ხანგრძლივობით.

პროცედურა და კალენდარი:

კანდიდატის დოსიე დანართებთან ერთად იხილეთ და გადმოტვირთეთ 2023 წლის ნოემბრიდან მითითებულ  ბმულზე:

კანდიდატის დოსიე უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისაგან:
• პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მკაფიო ასლი
• ექიმის ან ფარმაცევტის დიპლომის ასლი
• შესაბამისი დაწესებულების მიერ შედგენილი განვლილი სპეციალური განათლების დეტალური პროგრამა
• ხელით ქაღალდზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილია კანდიდატის პროფესიული პროექტი, მისი მიზნები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით და ასევე ის, თუ როგორ გეგმავს მიღებული გამოცდილება მოახმაროს მშობლიური, ან იმ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებას, სადაც ის იმუშავებს.
• დეტალური CV
• ნაშრომის, ან პუბლიკაციის რეზიუმე შესრულებული ფრანგულ ენაზე (ცალკე ფურცელზე წარმოდგენილი. ელექტრონული ფორმით მოწოდებული არ მიიღება)
• გამჭვირვალე საქაღალდე, რომელშიც კანდიდატი ათავსებს დოსიე 1–ს ორ ეგზემპლარად + ერთ საერთაშორისო საფოსტო კუპონს (თუ მისი შეძენა შესაძლებელია თქვენი ქალაქის საფოსტო განყოფილებებში).
 
DFMS-ის სადიპლომო სესიაზე ჩაბარების მსურველ კანდიდატებს : 

• ექიმის ან ფარმაცევტის დიპლომის ასლი, რომელიც მის ქვეყანაში პროფესიით მუშაობის ნებას იძლევა ;
• 2023–2024 სასწავლო წლის, თქვენი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნიშნების ფურცლის ორიგინალი, სადაც დაზუსტებულია თქვენს მიერ მიღწეული განათლების საფეხური და სპეციალობა (ცნობის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება).

DFMSA-ს სადიპლომო სესიაზე ჩაბარების მსურველ კანდიდატებს :

• ექიმის ან ფარმაცევტის დიპლომის ასლი
• ექიმის ან ფარმაცევტის დიპლომის ან სპეციალისტის მოწმობის ასლი, რომელიც პროფესიით მუშაობის ნებას იძლევა დიპლომის გაცემის ქვეყანაში.
ჩამოთვლილი დოკუმენტების ასლებზე უნდა ფიგურირებდეს წარწერა, « ვადასტურებ დოკუმენტში აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეს », ასევე თარიღი და კანდიდატის ხელმოწერა.
უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტებს უნდა ახლდეს ფრანგული თარგმანი, საფრანგეთში ლიცენზირებული ან საფრანგეთის საელჩოს მიერ აღიარებული თარჯიმნის მიერ.
სრული, ორ ეგზემპლიარად წარმოდგენილი « დოსიე 1 » უნდა გადაეცეს ფრანგულ ინსტიტუტს 2024 წლის 15 იანვრამდე. (ჩახრუხაძის I შესახვევი 4 თბილისი 0105).
 
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სტრასბურგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ვებგვერდ  და დაუკავშირდით ნათია მსხალაძეს natia.mskhaladze@institutfrancais.ge.