კალენდარი
DELF/DALF Tout public- რეგისტრაცია 2021 წლის მაისის სესიაზე
2021 წლის მაისის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
რეგისტრაცია : გაგრძელდა 18/04/2021-ის ჩათვლით
სესია: DELF/ DALF ყველასთვის
რეგისტრაცია : გაგრძელდა 18/04/2021-ის ჩათვლით
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისა და კანდიდატების სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობები და კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 24 კანდიდატი.
შესაბამისად, თითოეულ გამოცდაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 24 კანდიდატის რეგისტრაცია.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და გამოცდაზე მსურველების მოთხოვნების საპასუხოდ, სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.
სანიტარული პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- პირბადე (ნიღაბი)*
- ერთი წყვილი ქირურგიული ხელთათმანი ( C1-ის ზეპირ გამოცდაზე და C2-ის წერით და ზეპირ გამოცდებზე) და ჩვეულებრივი ყურსასმენი (მხოლოდ C2-ის ზეპირ გამოცდაზე)*
- 1 ბოთლი წყალი
საგამოცდო ცენტრში და მის მიმდებარე კიბეზე კანდიდატებს უნდა ეკეთოთ პირბადე და დაიცვან რიგი მითითებული სტიკერების მიხედვით, რაც განსაზღვრავს მინიმუმ 2 მეტრიან დისტანციას კანდიდატებს შორის.
საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
პირბადე (ნიღაბი) სავალდებულოა ნებისმიერ სიტუაციაში, რაც დაკავშირებულია წერით თუ ზეპირ გამოცდაში მონაწილეობასთან.
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური სანიტარული პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
A1- 70 ლარი
A2 - 70 ლარი
B1 - 90 ლარი
B2 - 150 ლარი
C1 - 200 ლარი
C2 - 250 ლარი
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- გაეცანით გამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
- გაეცანით სესიის სპეციალურ პროტოკოლს (იხილეთ ზევით)
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, სანიტარიული სიტუაციიდან გამომდინარე, გააუქმოს რეგისტრაციები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით:
DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
A1 (რეგისტრაცია დახურულია)
A2 (რეგისტრაცია დახურულია)
B1 (რეგისტრაცია დახურულია)
B2 (რეგისტრაცია დახურულია)
DELF/DALF ყველასთვის
A1 (რეგისტრაცია დახურულია)
A2 (რეგისტრაცია დახურულია)
B1 (რეგისტრაცია დახურულია)
B2 (რეგისტრაცია დახურულია)
C1 (რეგისტრაცია დახურულია)
C2 (რეგისტრაცია დახურულია)
DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2021 წლის სესიების კალენდარი
სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge