კალენდარი
DELF/DALF - რეგისტრაცია 2024 წლის ნოემბრის სესიაზე
2024 წლის ოქტომბრის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე): 2024 წლის 16-17 ნოემბერი
A1 -
A2 -
B1 -
B2 -
სესია: DELF ყველასთვის: 2024 წლის 16-17 ნოემბერი
A1 -
A2 -
B1 -
B2 -
სესია: DALF ყველასთვის: 2024 წლის 21-22 ნოემბერი
C1 -
C2 -
ონლაინ რეგისტრაცია 08/10/2024-დან 18/10/2024-ის ჩათვლით.
ყურადღება!
გამოცდების თარიღები დაზუსტდება რეგისტრაციების დასრულების შემდეგ, თითოეულ გამოცდაზე რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე.
თუ საგამოცდო ცენტრის მიერ დაზუსტებული თარიღები არ იქნება თქვენთვის მისაღები, თქვენ შეგეძლებათ მოითხოვოთ თანხის ანაზღაურება 28/10/2024-დან 30/10/2024-ის ჩათვლით მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge .
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისათვის კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე განსაზღვრულია კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა.
სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.
პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
ძირითადი ტარიფი |
ფრანგული ინსტიტუტის
|
|
A1
|
115 GEL |
92 GEL |
A2 |
120 GEL |
96 GEL |
B1 |
140 GEL |
112 GEL |
B2 |
220 GEL |
176 GEL |
C1 |
290 GEL |
232 GEL |
C2 |
350 GEL |
280 GEL |
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
მიმღები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- გაეცანით გამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
ყურადღება!
პირადობის დამადასტურებელი საბუთის და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმულარის გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათის ვადაში.
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, გააუქმოს რეგისტრაცია, თუკი 24 საათიანი ვადა არ იქნება დაცული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით:
გაიხსნება 08/10/2024 15 საათიდან
DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
A1 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
B1 (მაქსიმუმ 50 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 50 კანდიდატი)
გაიხსნება 08/10/2024 15 საათიდან
DELF/DALF ყველასთვის
A1 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
B1 (მაქსიმუმ 50 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 70 კანდიდატი)
C1 (მაქსიმუმ 20 კანდიდატი)
C2 (მაქსიმუმ 10 კანდიდატი)
სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge