კალენდარი

DELF/DALF - რეგისტრაცია 2024 წლის ივნისის სესიაზე

2024 წლის ივნისის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:

სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე): 2024 წლის 4-9 ივნისი

A1 - 
A2 - 
B1 - 
B2 - 


სესია: DELF ყველასთვის: 2024 წლის 8-16 ივნისი

A1 - 
A2 - 
B1 - 
B2 - 

სესია: DALF ყველასთვის: 2024 წლის 17 და 18 ივნისი
C1 - 

C2 - 

ონლაინ რეგისტრაცია 04/05/2024-დან 16/05/2024-ის ჩათვლით.


ყურადღება!
გამოცდების თარიღები დაზუსტდება რეგისტრაციების დასრულების შემდეგ, თითოეულ გამოცდაზე რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე. 
თუ საგამოცდო ცენტრის მიერ დაზუსტებული თარიღები არ იქნება თქვენთვის მისაღები, თქვენ შეგეძლებათ მოითხოვოთ თანხის ანაზღაურება 20/05/2024-დან 23/05/2024-ის ჩათვლით მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge .

 

გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისათვის კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე განსაზღვრულია კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა.


სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.

პროტოკოლი კანდიდატებისთვის :

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
  • გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
  • საწერი კალამი*
  • 1 ბოთლი წყალი
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.

თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.

დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.

ტარიფები და გადახდის პირობები :

 

ძირითადი ტარიფი          

ფრანგული ინსტიტუტის   
სტუდენტის ტარიფი
(სტუდენტის აქტიური რეგისტრაცია
1-16 მაისი 2024)  

A1      

115 GEL

92 GEL

A2     

120 GEL

96 GEL

B1     

140 GEL

112 GEL

B2     

220 GEL

176 GEL

C1     

290 GEL

232 GEL

C2   

350 GEL

280 GEL



გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: 

ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  
ბ/კოდი : TBCBGE22  
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
მიმღები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
  1. გაეცანით ამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
  2. შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
  3. გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
  4. გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com

ყურადღება!
პირადობის დამადასტურებელი საბუთის და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმულარის გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათის ვადაში.
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, გააუქმოს რეგისტრაცია, თუკი 24 საათიანი ვადა არ იქნება დაცული.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით: 

გაიხსნება 04/05/2024 15 საათიდან
DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
A1 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)  
B1 
(მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)

გაიხსნება 04/05/2024 15 საათიდან
DELF/DALF ყველასთვის
A1 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი) 
A2 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)
B1 
(მაქსიმუმ 80 კანდიდატი)

B2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
C1 (მაქსიმუმ 20 კანდიდატი) 
C2 (მაქსიმუმ 10 კანდიდატი) 


DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2024 წლის სესიების კალენდარი

სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge