კალენდარი
DELF/DALF - რეგისტრაცია 2022 წლის დეკემბრის სესიაზე
2022 წლის დეკემბრის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
სესია: DELF/ DALF ყველასთვის: 5-6 დეკემბერი
B2 - წერა / ზეპირი - 5 დეკემბერი
C1 - წერა / ზეპირი - 6 დეკემბერი
ონლაინ რეგისტრაცია: 14/11/2022-დან 21/11/2022-ის ჩათვლით
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისა და კანდიდატების სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობები და კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 24 კანდიდატი.
შესაბამისად, თითოეულ გამოცდაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 24 კანდიდატის რეგისტრაცია.
სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.
სანიტარული პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
B2 - 150 ლარი
C1 - 200 ლარი
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- გაეცანით გამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
ყურადღება!
პირადობის დამადასტურებელი საბუთის და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმულარის გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათის ვადაში.
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, გააუქმოს რეგისტრაცია, თუკი 24 საათიანი ვადა არ იქნება დაცული.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით:
გაიხსნება 14/11/2022 12 საათიდან
DELF/DALF ყველასთვის
B2 (მაქსიმუმ 24 კანდიდატი) შევსებულია
C1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) დასრულებულია
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, სანიტარიული სიტუაციიდან გამომდინარე, გააუქმოს რეგისტრაციები.
დასრულებულიასაგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, სანიტარიული სიტუაციიდან გამომდინარე, გააუქმოს რეგისტრაციები.
DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2022 წლის სესიების კალენდარი
სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge