კალენდარი

DELF/DALF - რეგისტრაცია 2021 წლის ოქტომბრის სესიაზე

2021 წლის ოქტომბრის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:

სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე): 18-21 ოქტომბერი
A1 - წერა / ზეპირი - 18 ოქტომბერი 
A2 - წერა / ზეპირი - 19 ოქტომბერი 
B1 - წერა / ზეპირი - 20 ოქტომბერი 
B2 - წერა / ზეპირი - 21 ოქტომბერი 

ონლაინ რეგისტრაცია : 16/09/2021 - 27/09/2021


სესია: DELF/ DALF ყველასთვის: 22-29 ოქტომბერი

A1 - წერა / ზეპირი - 22 ოქტომბერი 
A2 - წერა / ზეპირი - 25 ოქტომბერი 
B1 - წერა / ზეპირი - 26 ოქტომბერი 
B2 - წერა / ზეპირი - 27 ოქტომბერი 
C1 - წერა / ზეპირი - 28 ოქტომბერი 
C2 - წერა / ზეპირი - 29 ოქტომბერი 


ონლაინ რეგისტრაცია : 16/09/2021 - 27/09/
2021


გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისა და კანდიდატების სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობები და  კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 21 კანდიდატი.
შესაბამისად, თითოეულ გამოცდაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 21 კანდიდატის რეგისტრაცია.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და გამოცდაზე მსურველების მოთხოვნების საპასუხოდ, სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.

სანიტარული პროტოკოლი კანდიდატებისთვის :

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
  • გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
  • საწერი კალამი*
  • პირბადე (ნიღაბი)*
  • ერთი წყვილი ქირურგიული ხელთათმანი ( C1-ის ზეპირ გამოცდაზე და C2-ის წერით და ზეპირ გამოცდებზე) და ჩვეულებრივი ყურსასმენი (მხოლოდ C2-ის ზეპირ გამოცდაზე)*
  • 1 ბოთლი წყალი
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.

საგამოცდო ცენტრში და მის მიმდებარე კიბეზე კანდიდატებს უნდა ეკეთოთ პირბადე და დაიცვან რიგი მითითებული სტიკერების მიხედვით, რაც განსაზღვრავს მინიმუმ 2 მეტრიან დისტანციას კანდიდატებს შორის.

საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

პირბადე (ნიღაბი) სავალდებულოა ნებისმიერ სიტუაციაში, რაც დაკავშირებულია წერით თუ ზეპირ გამოცდაში მონაწილეობასთან.

თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.

დეტალური სანიტარული პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.

ტარიფები და გადახდის პირობები :

A1- 70 ლარი
A2 - 70 ლარი
B1 - 90 ლარი
B2 - 150 ლარი
C1 - 200 ლარი
C2 - 250 ლარი

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: 

ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  
ბ/კოდი : TBCBGE22  
ანგ/N°: GE12TB7398636160100001

რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
  1. გაეცანით ამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
  2. გაეცანით სესიის სპეციალურ პროტოკოლს (იხილეთ ზევით)
  3. შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
  4. გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
  5. გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com

საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, სანიტარიული სიტუაციიდან გამომდინარე, გააუქმოს რეგისტრაციები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით:

DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
A1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) შევსებულია 
A2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) შევსებულია 
B1 
(მაქსიმუმ 21 კანდიდატი) შევსებულია - რეგისტრაცია შესაძლებელია მაისის სესიაზე  B1Junior 13/05/2021
B2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) დასრულებულია


DELF/DALF ყველასთვის
A1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატიდასრულებულია
A2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) დასრულებულია
B1 
(მაქსიმუმ 21 კანდიდატი) შევსებულია - რეგისტრაცია შესაძლებელია მაისის სესიაზე B1 Tout public 19/05/2020

B2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) შევსებულია - რეგისტრაცია შესაძლებელია მაისის სესიაზე  B2 Tout public 20/05/2021
C1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი) დასრულებულია
C2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატიდასრულებულია

DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2021 წლის სესიების კალენდარი

სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge