კალენდარი

დავიდ ტერტრის კონფერენცია-დებატები

ხუთშაბათს, 2024 წლის 27 ივნისს, 18:30 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ დავიდ ტერტრის კონფერენცია-დებატებზე თემაზე - „ცვალებადი სამყაროს გაგება. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია(OCS): პოსტდასავლური რეგიონალური ორგანიზაცია.“

დავიდ ტერტრი არის გეოგრაფიის დოქტორი, ლილის კათოლიკური ინსტიტუტის ლექტორი. დავიდ ტერტრი იყო ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი 2018-2021 წლებში.

კონფერენცია გაიმართება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.
თბილისი, ლადო გუდიაშვილის 7