კალენდარი
Caméra libre
CNC-ის, Cité Internationale des Arts-ისა და L'usage du monde au 21e siècle-ის მიერ ორგანიზებული, სარეზიდენციო პროგრამა საფრანგეთში "Caméra libre" განკუთვნილია უცხოელი კინოხელოვანებისთვის, რომლებმაც უკვე გადაიღეს მინიმუმ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მონაწილეობდა მაღალი კლასის საერთაშორისო ფესტივალში და ამჟამად ავითარებენ სრულმეტრაჟიან (საერთაშორისო) კინოპროექტს, რომლის წერას, დაფინანსებას და წარმოებას აფერხებს ძალადობა, ცენზურა, დევნა ან პოლიტიკურ საფრთხეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან საკუთარ ქვეყანაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 სექტემბერი.
შერჩეულ კინოხელოვანებს Cité internationale des arts - ი ექვსი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. რეზიდენცია მოიცავს საფრანგეთში ჩასვლისა და კინოხელოვანების ადგილზე ყოფნის სრულ მხარდაჭერას (საერთაშორისო ტრანსპორტირება, სავიზო მოსაკრებელი, სამოგზაურო დაზღვევა, საცხოვრებელი გრანტი) ასევე მათ შემოქმედებით, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
სრულად სანახავად გადადით ბმულზე : https://www.citedesartsparis.net/en/camera-llibre-2025-en