კალენდარი
ახალი თარგმანის პრეზენტაცია
გიწვევთ შეხვედრაზე.
წიგნი გამოიცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის
საგამომცემლო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2001 წელს მაკა კასრაძემ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომიპ არიზის უმაღლეს სკოლაში, École Pratique des Hautes Études.
2003 - 2005 წლებში მაკა მუშაობდა გამომცემლობაში Tallandier (საფრანგეთი) საავტორო უფლებების მენეჯერად.
2006 წელს ის ოჯახთან ერთად საქართველოში დასახლდა და მეუღლესთან, ლუდოვიკ ჟიროსთან ერთად გამომცემლობაზებრა დააფუძნა.
2022 წელს, მაკა კასრაძემ მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. მაია კობახიძესთან ერთად, მან ქართულ ენაზე თარგმნა ვოლოდიმირ ზელენსკის ბიოგრაფია’’გმირის ტყავში’’. მიმდინარე თვის14-16 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეებზე, მაკა კასრაძემ მკითხველს წარუდგინა თავისი მეორე თარგმანი - მიშელ ჟანის რომანი’’კუკუმი’’. ფილიპ გრიმბერის’’საიდუმლო’’ მთარგმნელის მესამე ნაშრომია.
ფილიპ გრიმბერის „საიდუმლო“ ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2004 წელს გამომცემლობამ „Grasset et Fasquelle’’ გამოაქვეყნა. 2004 წელს რომანს მიენიჭა ლიცეუმელების გონკურის პრემია, ხოლო 2005 წელს ჟურნალ „Elle“-ის მკითხველთა პრემია. რომანი იკვლევს მეხსიერების, ოჯახის დაფარული საიდუმლოებისა და დუმილის თემებს. წიგნში ისტორიას ჰყვება ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ოჯახიც ერთი შეხედვით იდეალური ჩანს, თუმცა იდუმალებითაა მოცული, რომელსაც რომანის გმირი გზადაგზა აღმოაჩენს.
რომანი „საიდუმლო“ პირადი ისტორიაა, მაგრამ ამავე დროს, ეს არის კოლექტიური ისტორიის, მძიმე მეხსიერებისა და ოჯახური ტვირთის გააზრება.