კალენდარი

კონსერვატორიის დიდი დარბაზი | 2019-06-13 19 საათი

აუდიო წიგნის " გრიმო და ქართული სიმღერები"

 

აუდიო წიგნის " გრიმო და ქართული სიმღერები" და 1967 წელს ფრანგი ეთნოლოგის ივეტ გრიმოს მიერ გაკეთებული რეპერტუარის ჩანაწერის პრეზენტაცია ქართული ანსამბლების ბასიანის, ანისხატის, მთიების, ადილაის, სახიობას, კიმილიას, იალონის, შილდასა და მჭელის შესრულებით ხუთშაბათს, 2019 წლის 13 ივნისს, 19 საათზე, თბილისის ეროვნულ კონსერვატორიაში.

ავტორიტეტული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო პირველი დასავლელი ერუდიტია, რომელმაც ჩაიწერა ქართული ფოლკლორული სიმღერები პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძესთან ხანგრძლივი წერილობითი ურთიერთობის შემდეგ. ჩხიკვაძესთან ერთად ის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ეწვია და ჩაწერა დაახლოებით 400 ნიმუში. 2008 წელს, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე და ფრანგი მუსიკოსი ზოე პერე, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, დაუკავშირდნენ ივეტ გრიმოს. ცნობილმა ეთნოლოგმა თანხმობა განაცხადა ზეპირი ტექსტების შემცველი ყველა ქართული აუდიო მასალისა და ფრანგულ ენაზე საკუთარი სამეცნიერო კვლევის პუბლიკაციაზე.


ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/events/382982682317081/