კალენდარი

Médiathèque de l'Institut français de Géorgie | 2025-10-23 18h

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი ოქტომბერში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს კონფერენციების ციკლს არქეოლოგიის სფეროში, რითაც საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნავს.

23 ოქტომბერი, 2025 | 18:00 საათზე: « მინის წარმოშობა და გამოყენება კოლხურ კულტურაში »

არქეოლოგიის დოქტორი გვანცა ვაჩაძე კოლხურ კულტურაში მინის წარმოშობისა და განვითარების შესახებ საკუთარ კვლევებს წარმოგვიდგენს. ხუთი არქეოლოგიური ძეგლის შესწავლის საფუძველზე, მისი ნაშრომი გვეხმარება უკეთ გავიგოთ გვიანი ბრინჯაოს ხანისა და ადრეული რკინის ხანის პერიოდის ადგილობრივი ტექნოლოგიები, კულტურული გავლენები და გაცვლის სისტემები.

შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.