კალენდარი

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი ოქტომბერში
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს კონფერენციების ციკლს არქეოლოგიის სფეროში, რითაც საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნავს.
16 ოქტომბერი, 2025 |18:00 საათზე
« რა განაპირობებს ადამიანის კოგნიტურ ევოლუციას? ოროზმანის ადამიანის კვლევა »
პალეონტოლოგი და პალეოანთროპოლოგი გიორგი ბიძინაშვილი ოროზმანის უძველეს ტერიტორიაზე ჩატარებულ კვლევებსა და აღმოჩენებს წარადგენს, რაც გადამწყვეტია აფრიკის გარეთ ჰომინიდების გადმოსახლების ისტორიის აღდგენაში.
ენა: ფრანგული
23 ოქტომბერი, 2025 | 18:00 საათზე
« მინის წარმოშობა და გამოყენება კოლხურ კულტურაში »
არქეოლოგიის დოქტორი გვანცა ვაჩაძე კოლხურ კულტურაში მინის წარმოშობისა და განვითარების შესახებ საკუთარ კვლევებს წარმოგვიდგენს. ხუთი არქეოლოგიური ძეგლის შესწავლის საფუძველზე, მისი ნაშრომი გვეხმარება უკეთ გამოვიკვლიოთ გვიანი ბრინჯაოს ხანისა და ადრეული რკინის ხანის პერიოდის ადგილობრივი ტექნოლოგიები, კულტურულო გავლენები და გაცვლის სისტემები.
ენა: ინგლისური
30 ოქტომბერი, 2025 | 18:00 საათზე
« შუა საუკუნეების დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები »
არქეოლოგი ჯიმშერ ჩხვიმიანი დმანისის შუა საუკუნეების ისტორიულ მემკვიდრეობას გაგვაცნობს, თავისი მდიდარი არქიტექტურით, ძეგლებითა და ნეკროპოლისით. ეს პერიოდი ასახავს დმანისის მნიშვნელოვან როლს კავკასიის გზაჯვარედინზე და იმ კულტურულ-პოლიტიკურ აღმავლობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას.
ენა: ინგლისური