კალენდარი

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი

ამ შემოდგომითსაქართველოს ფრანგული ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კონფერენციების ციკლს, რომელიც არქეოლოგიის სფეროში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეძღვნება. შეხვედრებს წარუძღვებიან როგორც ფრანგი, ისე ქართველი მკვლევრები.  


პირველ კონფერენციას გაუძღვებიან ფრანგი პალეოანთროპოლოგი და CNRS-ის მკვლევარი, სანდრინ პრა და ქართველი არქეოლოგი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი, ანა მგელაძე.


კონფერენცია მიმოიხილავს არქეოლოგიის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ისტორიას, წარადგენს მიმდინარე ერთობლივ კვლევით პროექტებს და ხაზს გაუსვამს ამ მუშაობის მნიშვნელობას ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ.


გელით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით!


თარიღი: 2025 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

ენა: ფრანგული