კალენდარი

არქეოლოგიის სფეროში მეორე კონფერენცია

არქეოლოგიის სფეროში შემოდგომის კონფერენციების ციკლის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ მეორე შეხვედრაზე, რომელსაც არქეოლოგიისა და პალინოლოგიის მკვლევარი ინგა მარტყოფლიშვილი გაუძღვება. 


2025 წლის 25 სექტემბერი, ხუთშაბათი, 18:00 საათი.


მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.


ფრანგი მეცნიერებთან თანამშრომლობით, ინგა მარტყოფლიშვილი ქართულ ენდემურ კულტურებს იკვლევს, რათა უკეთ გავიგოთნეოლითურ ხანაში მათი გამოყენება.  


შესანიშნავი შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ კავშირი საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიას შორის!


შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.