კალენდარი

ალენ დელონის ფილმების ჩვენება
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კინოკლუბი, კავკასიის ფრანგულ სკოლასთან თანამშრომლობით, პატივს მიაგებს ფრანგული და მსოფლიო კინოს უდიდეს ფიგურას, ალენ დელონს.
« აუზი » - 11 ოქტომბერი, 19სთ00
ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარლის ჩამოსვლა არღვევს. საბოლოოდ დაძაბულობა იზრდება, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს.
რეკომენდებული ასაკი - 16 წელი და მეტი
ტრეილერი - https://www.youtube.com/watch?v=BFwiN8keDJ4
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა (ჭავჭავაძის გამზირი 76ბ)
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია!
სრული პროგრამა : https://shorturl.at/yFWGT