კალენდარი
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე მუსიკით!
ფრანკოფონია 2025-ის ფარგლებში, ბარი Backstage76 და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ, მუსიკით აღნიშნოთ ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი !
ორი კონცერტი ამ განსაკუთრებული საღამოს აღსანიშნად:
Klaire (სოლო შესრულება) :
კლერი (გიტარა) ფრანგი მომღერალია, რომელიც ახლახან ჩამოვიდა თბილისში.
მისი მუსიკა მერყეობს რეგეს, პოპსა და ფოლკს შორის.
მეგობრობის, სევდასა და დანაკარგის შესახებ ლექსებით კლერი გვამოგზაურებს მის საინტერესო სამყაროში, მის სიხარულში, ეჭვებსა და პრობლემებში...
.jpg)
Tamouna et Soundish :
ელექტრონული და თითქმის იმპროვიზირებული ფრანგული სიმღერები.
Tamouna et Soundish არის 4 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული თანამშრომლობა.
3 Soundish თან ახლავს თამუნას ელექტრონული ინსტრუმენტების მჟღერი და კოსმოსური ხმებით.
ამრიგად, ეს თანამშრომლობა ორიგინალური ფრანგული სიმღერებისა და იმპროვიზაციების ჭკვიანური ნაზავია Chemical Brothers-ისა და Chris Conty-ის პირდაპირი გავლენით.
თარიღი: შაბათი, 8 მარტი, 20:30
დასწრება : თავისუფალი
მისამართი: Backstage76, ჭანტურიას ქ.8, თბილისი
ინფორმაცია და დაჯავშნა: https://www.facebook.com/events/974795914763610