კალენდარი
17 მაისი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
17 მაისის თარიღი შერჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების აღსანიშნავად, 1990 წელს, რომელმაც ჰომოსექსუალობა ქცევითი დარღვევების სიიდან ამოიღო. ეს დღე, რომლის აღნიშვნაც 2005 წელს დაიწყო და რომელსაც IDAHO-ს კომიტეტი უწევს კოორდინაციას საერთაშორისო დონეზე, მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირების უფლებები დღეს უფრო მეტადაა აღიარებული მრავალ ქვეყანაში, ჰომოფობია და ტრანსფობია კვლავ არსებობს და ზოგიერთ ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონების წყაროდ იქცევა და თვით სიკვდილით დასჯისაც კი.
დამატებითი ინფორმაციისთვის საფრანგეთის აქტიურობის შესახებ, ეწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს (http://www.diplomatie.gouv.fr/en/french-foreign-policy/united-nations/events/events-2017/article/united-nations-international-day-against-homophobia-and-transphobia-17-05-17) ვებ-გვერდს.
2018 წლის 1-დან 18 აგვისტომდე, პარიზი უმასპინძლებს Gაყ Gამეს-ის მეათე თამაშებს, სპორტულ ღონისძიებას, რომელიც 15 000-მდე მონაწილეს მოუყრის თავს ლგბტი პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემის გარშემო. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე https://www.paris2018.com/fr/.
« ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის » მხარდამჭერი ფონდი
მრავალი დისკრიმინაციის პირისპირ, რომელთა მსხვერპლნიც არიან ლგბტი პირები, საფრანგეთმა გადაწყვიტა, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, შეექმნა საერთაშორისო მხარდამჭერი ფონდი, რათა დაეფინანსებინა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ქმედებები. საქართველოში « ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტურობის » მხარდამჭერმა ფონდმა შესაძლებელი გახადა ლბტ ქალების წინააღმდეგ მიმართულ სტერეოტიპებთან ბრძოლის ქმედების დაფინანსება 2015 წელს. ჭომენ’ს Fუნდ-ის მიერ განხორციელებულმა ამ პროექტმა შესაძლებელი გახადა ქვეყნის მასშტაბით შემწყნარებლური ქმედებების განხორციელება და დისკრიმინაციების წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი ასოციაციების მიერ შექმნილი მცირე პროექტების მხარდაჭერა. დამატებითი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, იხილეთ Expertise France-ის (http://www.expertisefrance.fr/eng/News/Expertise-France-supports-the-fight-against-homophobia-and-violence-against-women-in-Georgia) და Women’s Fund-ის ვებ-გვერდებზე.