კალენდარი

11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, თვალი ადევნეთ იუნესკოს ღონისძიებას « STEM საქმიანობა: ქალთა ხმა მეცნიერებაში ». ღონისძიება მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას ქალთა როლს სამეცნიერო ინოვაციებში და ასევე მათ შესახებ მედია ცნობადობის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლას სამეცნიერო დარგში.

ღონისძიება ჩატარდება ორი მრგვალი მაგიდის გარშემო:

17:00-18:45 (თბილისის დროით): « STEM საქმიანობა: მრავალფეროვნება და ინკლუზია, მომავლის შექმნის ძალები »

19:00-20:30 (თბილისის დროით): « ქალთა ხმა მეცნიერებაში: მნიშვნელოვანი ცვლილებები მედიაში »

კონფერენციას დაასრულებს საფია კესასის დოკუმენტური ფილმის « Electrons libres » ჩვენება 21:30 საათზე (თბილისის დროით). ფილმი მოგვითხრობს ექვსი ქალი მეცნიერის მოგზაურობას ევროპის გარშემო და აღწერს იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც უწევთ მათ ამ გზაზე.  ფილმი საინტერესოდ გადმოგვცემს ქალთა გავლენას მეცნიერებაში.

მრგვალი მაგიდის ფორმატი და ასევე დოკუმენტური ფილმის ჩვენება ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ Zoom-ის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა ონლაინ მონაწილისთვის:

https://unesco-org.zoom.us/webinar/register/WN_qL9UB8lcQ-O1sFmc4fFEQg#/registration

ღონისძიების გვერდი:

https://rb.gy/3fs5ki