კალენდარი

"Cité internationale des arts " - რეზიდენცია 2026-2027
ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კანდიდატურების მიღებას 2026-2027 წლებში პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის Cité internationale des arts რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად.
გთხოვთ იხილოთ რეზიდენციაში მონაწილეობის დეტალური პირობები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე:
ფრანგული
კანდიდატურის წარდგენა
კანდიდატურის დოსიე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მოთხოვნილი დოკუმენტებით WORD და PDF ფორმატში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართებზე: salome.murvanidze@institutfrancais.ge და tea.jikidze@institutfrancais.ge
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 3 ოქტომბერი.
კანდიდატურების შერჩევა : დეკემბერი 2025
გამარჯვებულების გამოვლენა : იანვარი 2026