კალენდარი

მონპელიეს ბიზნესის სკოლის სტიპენდია - BOURSE INTERNATIONALE D’EXCELLENCE

საფრანგეთის ფონდის ეგიდით, მონპელიეს ბიზნესის სკოლის ფონდმა შექმნა საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება MBS ბიზნესის სკოლაში სურთ.

MBS ბიზნესის სკოლას მინიჭებული აქვს სამმაგი - AACSB, AMBA და EQUIS აკრედიტაცია. ეს უმაღლესი დაწესებულება ორიენტირებულია საერთაშორისო საფუძვლებზე და ინარჩუნებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: ეთიკა, მიმღებლობა, მრავალფეროვნება, პასუხისმგებლობა და გლობალური აქტივობები. 2025/2026 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო კონკურსში საქართველო შეირჩა.

საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია სრულად ფარავს საბაკალავრო საფეხურის ბოლო სასწავლო წლის საფასურს, ისევე როგორც ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდია შეადგენს 20,500 ევროს.

კანდიდატების შერჩევა აკადემიური და სოციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება. ფონდის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, ისწავლოს და იცხოვროს საფრანგეთში.

კონსკურსში მონაწილეობისთვის, შევსებული ფორმულარი  სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებტან ერთად უნდა გააგზავნოთ მეილზე  s.gosselin@mbs-education.com 11/04/2025-მდე.

სრული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მოცემულ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1nguVzY-rJotQwsGvfx_ZNa1mIEpIqKHO/view?usp=sharing .