კალენდარი
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია
გამოცხადდა კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. განაცხადები მიიღება 2025 წლის 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე.
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს. 2023 წლამდე იგი ყოველწლიურად გადაეცემოდა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანს. 2024 წლიდან გერონტი ქიქოძის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი ნაწარმოების (რომანის, მოთხრობების კრებულის, ესეის, დოკუმენტური პროზის, პოეზიის, პიესის) საუკეთესო ქართულ თარგმანს. 2021 წლიდან პერიოდულად გაიცემა პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის. 2025 წელს გერონტი ქიქოძის პრემიას დაემატა ახალი ნომინაცია: გერონტი ქიქოძე - მოსწავლეების რჩეული.
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის კონკურსი ტარდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით.
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში:
- ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო თარგმანისთვის (ყოველწლიური)
- გერონტი ქიქოძე - მოსწავლეების რჩეული (ყოველწლიური)
- მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის (პერიოდულად)
ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო თარგმანის გამოსავლენი ჟიური შედგება ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებისგან, ლიტერატურის მენეჯერებისგან და არის კონფიდენციალური.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://agorabooks.ge/ka/award