კალენდარი

ფრანკოფონია 2018

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.

წელსაც, მრავალი ღონისძიების საშუალებით, თქვენ შეძლებთ ეზიაროთ ან ხელახლა აღმოაჩინოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა. მთელი მარტის თვის განმავლობაში თქვენ შგიძლიათ დაესწროთ მრავალფეროვან მრავალფეროვან კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. კერძოდ, პროგრამაშია: ფრანგი მწერლის, ქეთევან დავრიშევის და ბელგიელი მწერლის იზაბელ ვერის ვიზიტები, შვეიცარიელი მწერლის დანიელ მაჯეტის ნაწარმოების ქართული თარგმანის პრეზენტაცია, ფრანგი პიანისტის და კომპოზიტორის ნიკოლა სელოროს კონცერტი, კინოსეანსები ფრანგულენოვანი ფილმების დღეების ფარგლებში, კონცერტები და სხვა. საერთაშორისო კამაპანიის Goût de France ფარგლებში ქართველი შეფ-მზარეულები შემოგვთავაზებენ ფრანგულ ვახშამს.
ამასთანავე, მრავალი შეხვედრა, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და პრეზენტაცია გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და პარატძეულში.

ფრანკოფონია 2018-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

ჩამოტვირთეთ ფრანკოფონია 2018-ის პროგრამა 

იხილეთ ფრანკოფონია 2018-ის კონკურსები