DELF/DALF

DELF: ფრანგული ენის ცოდნის დიპლომი
DALF: ფრანგული ენის გაღრმავებული ცოდნის დიპლომი

ჩაწერის პირობები

ზოგადი წესები და პირობები

შემდეგი სესიები

ტარიფები

ჩაწერის სრული დოსიე

ჩამოტვირთეთ

რატომ ჩავაბაროთ DELF/DALF-ის გამოცდები?

  • სიმარტივე: კანდიდატს, ცოდნის დონიდან გამომდინარე, შეუძლია ჩაეწეროს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ დონეზე.
  • მოქმედების ვადა: დიპლომი უვადოა. DELF-ის და DALF-ის დიპლომი, როგორც საფრანგეთის განათლების მიერ გაცემული დოკუმენტი, აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
  • შეფასება: DELF-ის და DALF-ის გამოცდის შეფასება ადაპტირებულია უცხოური ენების სწავლების ევროპულ სტანდარტებთან. შეფასებისას პრიორიტეტი ენიჭება კომუნიკაციურ უნარებსა და ავტონომიურობას.
  • სარგებლიანობა: DELF B2-ის დიპლომის მქონე კანდიდატები აღარ გაივლიან საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აუცილებელ ენის ტესტს.

  • ფრანგული ენის ცოდნის (DELF) და ფრანგული ენის გაღრმავებული ცოდნის (DALF) დიპლომები, ეს არის საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დიპლომები, რომლებიც ადასტურებს იმ უცხოელი კანდიდატების და არაფრანგული ქვეყნიდან წარმოშობილი ფრანგი მოქალაქეების  ფრანგული ენის ცოდნის დონეს, რომლებიც არ ფლობენ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ საშუალო თუ უმაღლესი განათლების დიპლომებს.

გამოცდების განრიგი

შედეგები

  • გამოცდები DELF და DALF ყველასთვის და DELF ჟუნიორი ერთი და იგივე სირთულის და სტრუქტურის გამოცდებია. იცვლება მხოლოდ საგამოცდო თემატიკა: საგამოცდო მასალა ითვალისწინებს ახალგაზრდების ინტერესთა სფეროს.
  • გამოცდები განკუთვნილია სასკოლო ასაკის კანდიდატებისთვის და დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია DELF Tous Publics-ის დიპლომების.

გამოცდების განრიგი

შედეგები