საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და გამომცემლობა პალიტრა L გიწვევთ თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანის, „მე-მერსო“, პრეზენტაციაზე, რომელიც 9 ივნისს, 19:00 საათზე ფაბრიკაში გაიმართება.
ალბერ კამიუს შემოქმედებით შთაგონებული რომანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის გვამოგზაურებს და ორი გმირის, მარიასა და კრისტოს, ძალადობის, ემიგრაციისა და თავისუფლების ძიების ისტორიას მოგვითხრობს.
მწერალმა რომანზე მუშაობა საფრანგეთში შემოქმედებითი რეზიდენციის დროს დაიწყო, რომელიც 2024 წელს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრის ფარგლებში ავტორი ისაუბრებს წიგნის შექმნის პროცესზე, უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და გასცემს სამახსოვრო ხელმოწერებს.
დისკუსიის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ფრანგულ ენაზე.
ფაბრიკა Rooftop, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, თბილისი
დასწრება თავისუფალია.
