საფრანგეთში ქართველი ავტორების შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობის მხარდაჭერა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ მობილობის პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საფრანგეთში შემოქმედებითი სამწერლო პროექტზე მუშაობის მსურველი ქართველი ავტორებისთვის.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს კულტურული და ლიტერატურული ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას და უნიკალურ საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს აღმოჩნდნენ შემოქმედებით გარემოში.

სტიპენდია ფარავს მაქსიმუმ ერთი თვის, მხოლოდ სამოგზაურო და დღიურ ხარჯებს და არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინის და სწავლების, ტრენინგის საფასურის გადახდას, რომელიც სრულად უნდა დაფაროს ბენეფიციარმა.

მონაწილეობის პირობები და დოკუმენტები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი ნაწარმოები და გამომცემლობასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება მიმდინარე ნაშრომის გამოცემის შესახებ, რომელსაც დაასრულებს საფრანგეთში.

ნაწარმოები უნდა იყოს დაწერილი ფრანგულ ენაზე, ან თუ იგი შესრულდება ქართულ ენაზე, აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული საფრანგეთთან თავისი თემატიკით.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი, შემოქმედებითი სამწერლო პროექტის დეტალური აღწერა, წინა ნამუშევრების პორტფოლიო, გამომცემლობის მხარდამჭერი წერილი და CV;
  • სავარაუდო ბიუჯეტი, თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს პარტნიორი და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;
  • ფრანგული პარტნიორი მასპინძელი ორგანიზაციის წერილი, სადაც მითითებული იქნება მასპინძელ ორგანიზაციაში ცხოვრების თარიღები.

კანდიდატებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ციფრული ფაილის (PDF) ფორმატით ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: [email protected] ;

ვადები : სარეზიდენციო პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ერთი თვე და უნდა დასრულდეს 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

სარეზიდნციო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარმა საქრთველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეზიდენციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეზიდენციო პერიოდში მისი საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში.

შემოქმედებითი სარეზიდენციო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების ჩარიცხვის პირობები განხილული იქნება ბენეფიციართან და აისახება მასთან გაფორმებულ კონტრაქტში.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.