სასწავლო პროგრამის არჩევა

Campus France-ის ონლაინ კატალოგები დაგეხმარებათ, რათა შეარჩიოთ ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენს საფეხურსა და სწავლის სფეროს საფრანგეთის უმაღლეს განათლებაში.

საბაკალავრო პროგრამები (BAC+1, BAC+2, BAC+3)

საფრანგეთში Licence შეესაბამება ბაკალავრიატის საუნივერსიტეტო ხარისხს (Bac +3). სწავლა გრძელდება სამი წელი, მოიცავს 180 ECTS კრედიტს და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას გაძლევთ. საერთაშორისო სტუდენტებმა, მათ შორის საქართველოდან, საფრანგეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Licence 1-ზე მოსახვედრად უნდა გაიარონ DAP (Demande d’Admission Préalable) პროცედურა პლატფორმაზე “Etudes en France”.

იხილეთ ბაკალავრიატის პროგრამების კატალოგი:https://cataloguelm.campusfrance.org/licence/#/catalog

სამაგისტრო პროგრამები (BAC+4, BAC+5)

მაგისტრატურის პროგრამები (BAC+4, BAC+5) სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ მაგისტრის აკადემიური ხარისხი. საფრანგეთში სამაგისტრო საფეხური წარმოადგენს ორ აკადემიურ სასწავლო წელს, რომელიც დადასტურებულია 120 (ECTS) სასწავლო კრედიტით.

წინარე აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე, უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ პირდაპირ ჩაირიცხონ სამაგისტრო პროგრამებზე ერთი ან ორი წლის განმავლობაში სპეციალიზაციის მისაღებად.

სპეციალიზებული სამაგისტრო ხარისხი (დამოწმებული Conférence des Grandes Écoles-ის მიერ) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) შეესაბამება პოსტ-მაგისტრატურის სპეციალიზაციის დამატებით წელს, ანუ სწავლების მეექვსე წელს.

იხილეთ სამაგისტრო პროგრამების კატალოგი:https://cataloguelm.campusfrance.org/master/#/catalog?lang=fr

ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები საფრანგეთში

გსურთ დაიწყოთ ან გააგრძელოთ სწავლა ინგლისურ ენაზე საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

იხილეთ „Choose France“-ის კატალოგი Programs Taught in English და აღმოაჩინეთ 1600-ზე მეტი მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა:https://taughtie.campusfrance.org/tiesearch/#/catalog

სახელოვნებო და არქიტექტურის სასწავლო პროგრამები

CampusArt არის საერთაშორისო სტუდენტთა ჩარიცხვის ონლაინ პროგრამა, რომელიც 2005 წელს ევროპისა და საგარეო საქმეთა, უმაღლესი განათლებისა და კულტურის სამინისტროების პარტნიორობით შეიქმნა. ის უცხოელ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განაცხადი შეიტანონ ხელოვნების, დიზაინის, მოდის, მუსიკისა და არქიტექტურის სხვადასხვა პროგრამაზე.

თუ გსურთ ხელოვნების ან არქიტექტურის მიმართულებით სწავლის გაგრძელება, შეგიძლიათ იხილოთ CampusArt-ის კატალოგი: https://www.campusart.org/

შენიშვნა
2020 სასწავლო წლიდან, საერთაშორისო სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ჩაირიცხებიან საფრანგეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური 2 850€ საბაკალავრო, ხოლო 3,879€ სამაგისტრო საფეხურზე.
რეგისტრაციის საფასურის გადახდა არ ეხება სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.