მისია და საქმიანობა

ნებისმიერი მსურველისთვის ღია სივრცე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (სფი) მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას, ისევე როგორც ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობას, იმ მისიების გაგრძელებას, რომლებსაც 2011 წლამდე თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ახორციელებდა.

სფი მდებარეობს ორ მისამართზე:

  • ადმინისტრაცია და ენის კურსები, ძველი თბილისის ტურისტულ უბანში, მისამართზე – ჩახრუხაძის I შესახვევის #4.
  • მისი მედიათეკა კი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული, მისამართზე – გუდიაშვილის ქ. #7.

ჩვენი საქმიანობის სფეროები ?

ფრანგული ენის პოპულარიზაცია: ფრანგული ენის კურსები, ლიცენზირებული საგამოცდო ცენტრი, ფრანგული მასწავლებლების მომზადება, ფრანკოფონიის თვის აღნიშვნა, დახმარება საფრანგეთში ენის კურსებზე ჩაწერის ორგანიზებაში … ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ახალჩამოსულებს სთავაზობს ქართული ენის კურსებს ინგლისურ ენაზე.

სახელოვნებო თანამშრომლობა: ფრანგი და ქართველი ხელოვანების თანამშრომლობის მხარდაჭერა, ფრანგული ლიტერატურის გავრცელება საქართველოში.

სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობა: დახმარება სტუდენტთა მობილობასთან დაკავშირებით, საფრანგეთში სწავლის კანდიდატების მხარდაჭერა, ფრანგულ-ქართული სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა …

მედიათეკა: მდებარეობს ქალაქის ცენტრში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესტიჟულ შენობასა და გარემოში. მედიათეკაში ყველა ასაკისა და დონის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ათასი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი ფრანგულ და ქართულ ენებზე (მათ შორის 20% აუდიო-ვიზუალური მასალა), ისევე როგორც ონლაინ ბიბლიოთეკა “კულტურთეკა”, ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე და მდიდარი პედაგოგიური რესურსები ფრანგული ენის შესასწავლად ყველა დონეზე.