პრაქტიკული ინფორმაცია

ნებისმიერი მსურველისთვის ღია სივრცე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (სფი) მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას, ისევე როგორც ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობას, იმ მისიების გაგრძელებას, რომლებსაც 2011 წლამდე თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ახორციელებდა.

სფი მდებარეობს ორ მისამართზე:

  • ადმინისტრაცია და საკლასო ოთახები, ძველი თბილისის ტურისტულ უბანში, ჩახრუხაძის I შესახვევის #4
  • მისი მედიათეკა კი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.

ჩვენი საქმიანობის სფეროები?

ფრანგული ენის პოპულარიზაცია: ფრანგული ენის კურსები, ლიცენზირებული საგამოცდო ცენტრი, ფრანგული მასწავლებლების მომზადება, ფრანკოფონიის თვის აღნიშვნა, დახმარება საფრანგეთში ენის კურსებზე ჩაწერის ორგანიზებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ახალჩამოსულებს სთავაზობს ქართული ენის კურსებს ინგლისურ ენაზე.

სახელოვნებო თანამშრომლობა: ფრანგი და ქართველი ხელოვანების თანამშრომლობის მხარდაჭერა, ფრანგული ლიტერატურის გავრცელება საქართველოში.

სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობა: დახმარება სტუდენტთა მობილობასთან დაკავშირებით, საფრანგეთში სწავლის კანდიდატების მხარდაჭერა, ფრანგულ-ქართული სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა .

მედიათეკა: მდებარეობს ქალაქის ცენტრში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესტიჟულ შენობასა და გარემოში. მედიათეკაში ყველა ასაკისა და დონის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე ათასი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი ფრანგულ და ქართულ ენებზე (მათ შორის 20% აუდიო-ვიზუალური მასალა), ისევე როგორც ონლაინ ბიბლიოთეკა “კულტურთეკა”, ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე და მდიდარი პედაგოგიური რესურსები ფრანგული ენის შესასწავლად ყველა დონეზე.

სამუშაო საათებიმისამართი
ადმინისტრაცია :

10-დან 18 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით





მედიათეკა :
იხილეთ სამუშაო საათები
ადმინისტრაცია და კურსები :

ჩახრუხაძის I შესახვევი 4
თბილისი 0105
ტელ: (00 995 32) 2 92 28 55
[email protected]



მედიათეკა :
იხილეთ მისამართი