ხუთშაბათი, 16 ივლისი, 20სთ30: « მოჰიკანი » – ფრედერიკ ფარუჩის ფილმი, 2024წ. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 1სთ27წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 12 წლიდან
სინოფსისი:
შუაგულ ზაფხულში კორსიკის სანაპიროს ერთ-ერთი უკანასკნელი მწყემსი ჟოზეფი მოულოდნელი საფრთხის წინაშე დგება, რადგან მისი მიწით მაფიოზური დაჯგუფება ინტერესდება. ჟოზეფი დათმობაზე უარს ამბობს და მის დასაშინებლად მოსულ ადამიანს შემთხვევით კლავს, რის შემდეგაც ის იძულებულია გაიქცეს. ჟოზეფი დაუნდობელი დევნის სამიზნედ იქცევა, მისი დისშვილი ვანინა კი ბიძის ამბავს მთელ კორსიკაზე ავრცელებს და მას შეუპოვარი წინააღმდეგობის ნამდვილ სიმბოლოდ აქცევს.
ტრეილერი:
