ისწავლეთ ფრანგული ენა ნებისმიერ ასაკში!
ახალი სასწავლო წელი ახლოვდება! ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ყველა ასაკისა და დონის შესაბამის კურსებს 3 წლიდან.
დასწრებითი, ჰიბრიდული და დისტანციური სწავლება: აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმატი და დაიწყეთ ფრანგული ენის შესწავლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
თანამედროვე მეთოდები, გამოცდილი პედაგოგები და მეგობრული გარემო, ყველაფერი იმისთვის, რომ სწავლის პროცესი იყოს სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებული.
ზრდასრულების ჯგუფები: 2026 წლის 14 სექტემბრიდან
მოზარდებისა და ბავშვების ჯგუფები: 2026 წლის 21 სექტემბრიდან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კარი ყველასთვის ღიაა!
რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
– ნომერზე 2 92 28 55,
– მოგვწერეთ [email protected]
