🎬 ხუთშაბათი, 25 ივნისი, 20სთ30: « ჩემი მარჩელო » – კრისტოფ ონორეს ფილმი, 2024წ. ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ჩვენება გაიმართება საქართველოში იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით.
ხანგრძლივობა : 2სთ10წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 14 წლიდან
სინოფსისი:
კიარა მასტროიანი, რომლის ცხოვრებაც მამის ლეგენდით არის გარემოცული, მის გაცოცხლებას საკუთარი თავის მეშვეობით გადაწყვეტს. კიარა თავს მარჩელოს უწოდებს, მამასავით იცვამს და მოითხოვს, რომ ამიერიდან მსახიობ მამაკაცად აღიქვან. ირგვლივ ყველას ეს მხოლოდ ხანმოკლე ხუმრობა ჰგონია, თუმცა კიარა მზად არის, ბოლომდე დაიცვას თავისი ახალი იდენტობა…
