🎬 ხუთშაბათი, 2 ივლისი, 20სთ30: « ფარაონი, ველური და პრინცესა » – მიშელ ოსელოს ანიმაციური ფილმი, 2022წ. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 1სთ23წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 6 წლიდან
სინოფსისი:
სამი ზღაპარი, სამი ეპოქა, სამი სამყარო: ძველი ეგვიპტის ეპოსი, ოვერნის შუა საუკუნეების ლეგენდა და XVIII საუკუნის ფანტაზია ოსმალური სამოსითა და თურქული სასახლეებით. ეს არის მოგზაურობა კონტრასტულ სიზმრებში, სადაც ერთმანეთს ენაცვლებიან სამყაროს დიდებული ღმერთები, სასტიკი ტირანები, სამართლიანობის მაძიებლები, გონიერი მიჯნურები და თავნება უფლისწულები. ფერების ნამდვილი დღესასწაული და დაუვიწყარი თავგადასავალი.
ტრეილერი:
https://www.youtube.com/watch?v=7EZsSaZEgx8
