ხუთშაბათი, 23 ივლისი, 20სთ30 : « თავზეხელაღებულთა ხეობა » – გზავიე ბოვუას ფილმი, 2024 წელი, ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 2სთ
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ კინოჩვენებებზე თბილისის შუაგულში, ღია ცის ქვეშ და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ფრანგული კინემატოგრაფიის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის. პროგრამა მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ნამუშევრებს, ანიმაციურ ფილმებს, დრამებსა და კომედიებს, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებლისთვის.
გელით ყოველ ხუთშაბათს საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ხაზინის ქ. 4), ლოკაცია : https://shorturl.at/evgZk.
🎬 ხუთშაბათი, 23 ივლისი, 20სთ30 : « თავზეხელაღებულთა ხეობა » – გზავიე ბოვუას ფილმი, 2024 წელი, ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 2სთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 10 წლიდან
სინოფსისი:
ნაოსნობით გატაცებული ჟან-პოლი რთულ პერიოდს გადის. ის ვალებში ეფლობა და თანდათან საკუთარ ოჯახს შორდება. ცხოვრების შესაცვლელად ის უჩვეულო ნაბიჯს გადადგამს და ვირტუალურ რბოლაში ერთვება. ნამდვილი კაპიტნის გამოცდილების მისაღებად ჟან-პოლი სამი თვით საკუთარ ბაღში მდგარ ნავში განმარტოვდება. ეს მოგზაურობა მისთვის საკუთარ თავთან დაბრუნებისა და ოჯახთან დაკარგული კავშირის აღდგენის უნიკალურ შესაძლებლობად იქცევა.
ტრეილერი:
