🇫🇷🎥 ამ ზაფხულს, 4 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ფრანგული კინოს საზაფხულო საღამოები ღია ცის ქვეშ უკვე მესამედ ბრუნდება!
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ კინოჩვენებებზე თბილისის შუაგულში, ღია ცის ქვეშ და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ფრანგული კინემატოგრაფიის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის. პროგრამა მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ნამუშევრებს, ანიმაციურ ფილმებს, დრამებსა და კომედიებს, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებლისთვის.
გელით ყოველ ხუთშაბათს საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ხაზინის ქ. 4), ლოკაცია : https://shorturl.at/evgZk.
🎬 ფესტივალის გახსნა : ხუთშაბათი, 4 ივნისი, 20სთ30: « უცხო » – ფრანსუა ოზონის ფილმი, 2025წ. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით. ხანგრძლივობა : 2სთ03წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 12 წლიდან
სინოფსისი:
ალჟირი, 1938 წელი. მერსო, ოცდაათიოდე წლის მოკრძალებული თანამშრომელი, დედის დაკრძალვას ყოველგვარი ემოციის გარეშე ესწრება. მომდევნო დღეს ის თავის კოლეგასთან, მარისთან, იწყებს ურთიერთობას, რის შემდეგაც ჩვეულებრივ ყოველდღიურობას უბრუნდება. თუმცა, მისი მეზობელი, რაიმონ სინტესი, სიმშვიდეს ურღვევს და საეჭვო ისტორიებში ითრევს, რაც საბოლოოდ პლაჟზე, მცხუნვარე მზის ქვეშ დატრიალებული დრამით სრულდება…
