TCF
ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TCF DAP)
გსურთ ჩაეწეროთ საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველი ციკლის (« Licence ») პირველ კურსზე ან არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში? ამასთანავე არ ფლობთ DELF B2-ის ან DALF-ის დიპლომებს? თქვენ უნდა გაიაროთ TCF-ის (ფრანგული ენის ცოდნის) სპეციალური ტესტი, რომელსაც ეწოდება TCF DAP-ისთვის (უნივერსიტეტში წინასწარი ჩაწერისთვის).
გამოცდის აღწერა და ხანგრძლივობა
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 55 წუთი.
იგი შედგება შემდეგი ეტაპებისგან :
აზრის გაგების გამოცდები
შემდეგი სესია :
TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის პირველი შესახვევი N4).
ონლაინ რეგისტრაციის პერიოდი გაგრძელდა 2023 წლის 6 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
TCF-DAP - 450 ლარი
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა TCF-DAP"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
რეგისტრაცია:
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზების მიზნით, კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 21 კანდიდატი.
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
პედაგოგიური რესურსები
გამოცდის აღწერა და ხანგრძლივობა
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 55 წუთი.
იგი შედგება შემდეგი ეტაპებისგან :
აზრის გაგების გამოცდები
- მოსმენილის გაგება : 29 კითხვა, 25 წთ
- ენის სტრუქტურის ფლობა (გრამატიკა და ლექსიკა ): 18 კითხვა, 15 წთ
- წაკითხულის გაგება : 29 კითხვა, 45 წთ
- აზრის წერილობით გამოხატვის აუცილებელი გამოცდა რომელიც შედგება 3 დავალებისგან (იხილეთ დეტალური აღწერა და ტესტის მაგალითი )
შემდეგი სესია :
TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის პირველი შესახვევი N4).
ონლაინ რეგისტრაციის პერიოდი გაგრძელდა 2023 წლის 6 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.
სანიტარული პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
ტარიფები და გადახდის პირობები :
TCF-DAP - 450 ლარი
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა TCF-DAP"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
რეგისტრაცია:
გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზების მიზნით, კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 21 კანდიდატი.
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ ოფიციალური ფოტოსურათი ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
პედაგოგიური რესურსები
- დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ France Education international-ის ვებგვერდს
- ასევე ეწვიეთ ვებგვერდებს TV5 Monde და RFI
- და ბოლოს, ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (გუდიაშვილის ქ. 7) თქვენს განკარგულებაშია ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისათვის საჭირო პედაგოგიური დოკუმენტაცია. ინფორმაცია : 2 92 33 04 / 2 92 33 06.