🎬 ხუთშაბათი, 18 ივნისი, 20სთ30: « სეზარი და როზალი » – კლოდ სოტეს ფილმი, 1972წ. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 1სთ50წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 10 წლიდან
სინოფსისი:
სასიყვარულო სამკუთხედსა და მოულოდნელი მეგობრობის ისტორია. სეზარს უყვარს როზალი. ის თავდაჯერებული, ენერგიული მამაკაცია, რომელიც ჯართის ბიზნესს მართავს. როზალი, რომელიც მის ოჯახთან ძალიან ახლოსაა, ცხოვრებას სეზარს უკავშირებს. მათ ცხოვრებაში ჩნდება დავიდი, ხელოვანი, როზალის ყოფილი საყვარელი. ორი მამაკაცი, ერთი ქალის გამო ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა საბოლოოდ მეგობრები ხდებიან…
