ხუთშაბათი, 23 ივლისი, 20სთ30 : « თავზეხელაღებულთა ხეობა » – გზავიე ბოვუას ფილმი, 2024 წელი, ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 2სთ
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ კინოჩვენებებზე თბილისის შუაგულში, ღია ცის ქვეშ და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ფრანგული კინემატოგრაფიის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის. პროგრამა მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ნამუშევრებს, ანიმაციურ ფილმებს, დრამებსა და კომედიებს, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებლისთვის.
გელით ყოველ ხუთშაბათს საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ხაზინის ქ. 4), ლოკაცია : https://shorturl.at/evgZk.
🎬 ხუთშაბათი, 30 ივლისი, 20სთ30 : « გუნდის მომღერლები » – კრისტოფ ბარატიეს ფილმი, 2004 წელი, ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა : 1სთ34წთ
🔞 რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 8 წლიდან
სინოფსისი:
1949 წელი. უმუშევარი მუსიკის მასწავლებელი, კლემან მატიე, რთული ქცევის მოზარდთა პანსიონში აღმზრდელად ინიშნება. დირექტორი რაშენის მკაცრი და რეპრესიული მეთოდები ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებზე ავტორიტეტის შენარჩუნებას. თუმცა, როდესაც მატიე აღსაზრდელებს სიმღერის ჯადოსნურ სამყაროს აზიარებს, მათი ცხოვრება სრულიად იცვლება…
ტრეილერი:
