საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე მწერალსა და ესეისტთან, სერჟ გრაზიანისთან. ავტორი საზოგადოებას წარუდგენს თავის ახალ ესეს, დოროთი ქერინგტონის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომლის გამოცემაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ბრიტანელი ეთნოლოგი და ისტორიკოსი დოროთი ქერინგტონი (1910–2002) არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა ინგლისური ლიტერატურის კლასიკად ქცეული ნაწარმოები „გრანიტის კუნძული: კორსიკის პორტრეტი“. მან 50 წელზე მეტი გაატარა კორსიკაზე და უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც ზოგადად კუნძულის, ისე რამდენიმე ცნობილი კორსიკელის, მათ შორის თავად ნაპოლეონის შესახებ ცნობების ხელახლა აღმოჩენასა და შესწავლაში.
სამშაბათი, 2026 წლის 23 ივნისი, 18:00 სთ
მისამართი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7
შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე. დასწრება თავისუფალია!
