შემოგვიერთდით თბილისში, 20 და 21 ივნისს, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ხაზინის ქ.# 4), რათა ერთად აღვნიშნოთ მუსიკის დღესასწაული და TASTE TBILISI-ს ფესტივალი.
ტრადიციულად, Taste Tbilisi წელსაც შეკრებს ნიჭიერ შეფ-მზარეულებს, რომლებიც ფესტივალისთვის შექმნილი სპეციალური მენიუთი სტუმრებს უნიკალურ კულინარიულ თავგადასავალს შესთავაზებენ.
მუსიკის დღის აღსანიშნავად, სცენა დაეთმობა სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებსა და ჯგუფებს, რომლებიც მთელი უქმეების განმავლობაში ფესტივალის მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ.
ესტუმრეთ ფესტივალს, აღმოაჩინეთ თბილისის მრავალფეროვანი გემოები, ისიამოვნეთ ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტებით და გაატარეთ სასიამოვნო დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად!
ღონისძიება : https://www.facebook.com/share/17Zk6XJULm/
