იდეების ღამე
იდეების ღამის ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 30 იანვარს.
თემა « Être vivant » გააერთიანებს მონაწილეებს სხვადასხვა სფეროებიდან - ინტელექტუალებს, მკვლევარებს, ხელოვანებს, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან საკუთარი პრეზენტაციისთვის ღონისძიების პარტნიორებთან ხუთივე კონტინენტზე.
დაკარიდან ლოს ანჯელესამდე, ბრიუსელის, ბუენოს აირესის, კატმანდუს, მარსელისა და პარიზის გავლით ...
ყველა კულტურული და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მოწვეულია წარმოადგინოს საკუთარი პროექტი იდეების ღამისთვის : გამომცემლები, ასოციაციები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები, სახელოვნებო ცენტრები, ლაბორატორიები...
წარმოადგინეთ თქვენი წინადადება აქ და შეუერთდით იდეების ღამის თანავარსკვლავედს მსოფლიოს მაშტაბით.
სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებს, დარგებსა და თაობებს შორის იდეების ცირკულაცია :
ყოველწლიურად, იდეების ღამე წარმოადგენს გიწვევთ აღმოაჩინოთ ცოდნის სიახლეები, მოუსმინოთ მათ ვინც სხვადასხვა სფეროებში იდეების ნოვატორები არიან, გაცვალოთ აზრები ჩვენი დროის დიდ გამოწვევებზე. იმდენად, რამდენადაც აზროვნებისთვის საზღვრები არ არსებობს, მისთვის ყველა ფორმა მისაღებია (კონფერენცია, თეატრი, პერფორმანსი, ჩვენება, კონცერტი...),
და ყველაზე პრესტიჟული ადგილები ისევე, როგორც ყველაზე მოულოდნელიც, მოწვეულნი არიან შეუერთდნენ დღესასწაულს და წარმოადგინონ შეთავაზებული თემის საკუთარი ორიგინალური ინტერპრეტაცია.
დროის სარტყელის ცვლილების თანმიმდევრულად, იდეების ღამის ექო გავრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც მას გლობალურ ღონისძიებად აქცევს.
„Être vivant“ :
იდეების ღამის მთავარი თემა ეხება ეკოლოგიურ წონასწორობისა და ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს. მოგვიწოდებს განვიხილოთ ტექნოლოგიური ცვლილებებითა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად დღის წესრიგში წამოჭრილი საკითხები .
„Être vivant“ ეს არის მოქმედება, ჩართულობა, გააზრებული ქმედებების ერთიანობა და არსებობა.
რა არის „Être vivant“?
როგორ გვაიძულებს იგი ვიმოქმედოთ?
სად არის ჩვენი ადგილი ცოცხალ სამყაროში?
ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებიც იდეების ღამის ირგვლივ გაერთიანდება.