საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს მობილობის პროგრამას ქართველი ხელოვანებისთვის, რომელთაც სურთ საფრანგეთში იმუშაონ შემოქმედებით პროექტზე.
პროგრამის მიზანია საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული და შემოქმედებითი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ქართველი ხელოვანებისთვის კი უნიკალური შესაძლებლობის შექმნა, იმუშაონ შემოქმედებისთვის ხელსაყრელ გარემოში.
სტიპენდია მოიცავს მგზავრობის ხარჯების დაფარვასა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას მაქსიმუმ ერთი თვის ვადით. სტიპენდია არ მოიცავს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს, მათი დაფარვა ბენეფიციარის პასუხისმგებლობაა.
მონაწილეობის პირობები და საჭირო დოკუმენტები:
შემოქმედებითი პროექტი აუცილებლად უნდა იყოს საფრანგეთთან დაკავშირებული ამა თუ იმ ფორმით, მაგალითად თემატიკით, პროექტში ჩართული პირებით ან სხვა.
დასაშვები შემოქმედებითი სფეროები (არასრული სია)
- ვიზუალური ხელოვნება: გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია, ფოტოგრაფია, თანამედროვე ნახატი, დიზაინი, ხელით ან ტრადიციული მეთოდებით;
- კინო, აუდიოვიზუალური ხელოვნება, ციფრული ხელოვნება და ხმოვანი შემოქმედებ;
- საშემსრულებლო ხელოვნება: დრამატურგია, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, ქუჩის ხელოვნება;
- სხვა შემოქმედიბითი სფეროები
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი;
- პროექტის დეტალური აღწერა, რომელშიც მითითებული იქნება მისი განხორციელების სავარაუდო პერიოდი;
- პორტფოლიო
- CV (ბიოგრაფია/რეზიუმე);
- პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი. თანადაფინანსების შემთხვევაში აუცილებელია პარტნიორებისა და მათი ფინანსური წილის მითითება;
- საფრანგეთში მიმღები ორგანიზაციის ან დაწესებულების მოწვევის წერილი, რომელშიც აღნიშნული იქნება დაგეგმილი რეზიდენციის თარიღები.
** კულტურული ინსტიტუციის, ფესტივალის ან სხვა შესაბამისი ორგანიზაციის მხარდაჭერის წერილი, რომელიც დაადასტურებს რეზიდენციის შემდეგ პროექტის განხორციელებისა და გავრცელების მხარდაჭერას, შეფასებისას ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, PDF ფორმატის ერთიანი დოსიეს სახით, რომელიც უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. განაცხადები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: [email protected], [email protected]
რეზიდენციის პროექტი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ერთი თვე და უნდა დასრულდეს 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
პროექტის დასრულების შემდეგ ბენეფიციარმა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს: მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული რეზიდენციის გავლის დამადასტურებელი ცნობა; დეტალური ანგარიში, რომელიც აღწერს რეზიდენციის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას.
სტიპენდიის გაცემის პირობები ინდივიდუალურად შეთანხმდება ბენეფიციართან და გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა : 2026 წლის 30 აგვისტო.
