CNC-ის, Cité Internationale des Arts-ისა და L’usage du monde au 21e siècle-ის მიერ ორგანიზებული, სარეზიდენციო პროგრამა საფრანგეთში “Caméra libre” განკუთვნილია უცხოელი კინოხელოვანებისთვის, რომლებმაც უკვე გადაიღეს მინიმუმ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მონაწილეობდა მაღალი კლასის საერთაშორისო ფესტივალში და ამჟამად ავითარებენ სრულმეტრაჟიან (საერთაშორისო) კინოპროექტს, რომლის წერას, დაფინანსებას და წარმოებას აფერხებს ძალადობა, ცენზურა, დევნა ან პოლიტიკურ საფრთხეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან საკუთარ ქვეყანაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
• პირველი ეტაპი: 2026 წლის 1 სექტემბერი
• მეორე ეტაპი: 2026 წლის 16 ნოემბერი
შერჩეულ კინოხელოვანებს Cité internationale des arts-ი ექვსი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. სარეზიდენციო პროგრამა მოიცავს საფრანგეთში მგზავრობისა და განთავსების ხარჯების სრულ დაფარვას, ყოველთვიური საარსებო სტიპენდიის გამოყოფას, ასევე შემოქმედებით, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.
სრულად სანახავად გადადით ბმულზე : https://shorturl.at/k9rW6
