განაცხადების მიღება: « ქართველი ლუმიერები » : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმების ჯილდო
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმებს ჯილდოს მიზანია ქართული დოკუმენტური შემოქმედების მხარდაჭერა და საქართველოს თანამედროვე რეალობაზე მიმართული ხედვების წარმოჩენა.
ამ პრიზით დაჯილდოვდება ორი ქართული დოკუმენტური ნამუშევარი, რომლებიც უკვე დასრულებულია ან წარმოების პროცესშია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ოქტომბერი
სრული დოკუმენტაცია PDF ფორმატში უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ფინალური ეტაპისთვის შერჩეული კანდიდატები პასუხს ნოემბერში მიიღებენ, ხოლო ჟიურისთან გასაუბრება 2026 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება.
დაჯილდოება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში: ბმულზე
