საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ 2025 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატის გამოცხადებაზე. ღონისძიებას დაესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ოლივიე კურტო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, სალომე გეორგიევი.
2025 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის გამარჯვებული წიგნი შერჩეული იქნება შემდეგი ნაწარმოებებიდან:
« La Nuit au cœur « – Nathacha Appanah
« Kolkhoze » – Emmanuel Carrère
« Le Bel Obscur » – Caroline Lamarche
« La Maison vide » – Laurent Mauvignier
« Kolkhoze » – Emmanuel Carrère
« Le Bel Obscur » – Caroline Lamarche
« La Maison vide » – Laurent Mauvignier
ღონისძიება გაიმართება სამშაბათს, 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ‘’ლიგამუსი’’. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, თბილისი.
საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი ათინათი მამაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო უცხოური რომანის თარგმანის აკადემიური საბჭოს წევრი.
ღონისძიების პირდაპირი ეთერი ხელმისაწვდომი იქნება Zoom-ით:
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87637062885…
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87637062885…
Meeting ID: 876 3706 2885
Passcode: 873437
Passcode: 873437
