მზად ხართ მიიღოთ უნიკალური ვირტუალური გამოცდილება?
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზი“ ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და FILM XR ბათუმის VR დღეებზე გეპატიჟებათ.
6-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით, გელოდებით ბათუმის ხელოვნების უნივერსტეტში საუკეთესო ახალი ფრანგული ვირტუალური რეალობის (VR) ფილმების სანახავად. ნაჩვენები VR ფილმები ხელმისაწვდომია პარიზის ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.
სრული პროგრამა იხილეთ გვერდზე: www.filmxr.ee/tofuzi2026
იმედი გვაქვს, რომ ჩვენებებზე ბევრ თქვენგანს შევხვდებით!
